Thumbnail

კოლუმბიელმა მუსიკოსმა, ჯეი ბალვინმა ახალი სიმღერა Que Locura და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. კომპოზიცია მის მომავალ, რიგით მეხუთე ალბომში Colores იქნება წარმოდგენილი, რომელიც 10 სექტემბერს გამოიცემა.

ნახეთ: J Balvin-მა Metallica-ს სიმღერა Wherever I May Roam დააქავერა

ნახეთ: J Balvin-მა და Skrillex-მა კომპოზიცია In Da Getto გაავრცელეს

ნახეთ: J. Balvin & Maria Becerra - Qué Más Pues?

ხოსე ალვარო ბალვინმა, სასცენო სახელით J Balvin, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2004 წელს დაიწყო. სამი ლათინური გრემის მფლობელ შემსრულებელს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა Mi Gente და Ay Vamos მოუტანა. მას ისეთ ცნობილ არტისტებთან უთანამშრომლია, როგორებიც არიან: Cardi B, The Black Eyed Peas, ფარელ უილიამსი და სხვები.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული