Thumbnail

ნახეთ: Tamada კომპოზიციაზე "პირამდე" გადაღებულ კლიპს ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

მუსიკოსმა, ლაშა ჩხაპელიამ, პროექტით Tamada, კომპოზიციაზე "პირამდე" გადაღებული კლიპი გაავრცელა. სინგლი არტისტის მომავალ ალბომში Dionysus vs Tamada შევა, რომელიც ახლო მომავალში გამოიცემა. ვიდეორგოლზე, რომელშიც არაერთი ქართველი მუსიკოსი მონაწილეობს, სტუდიამ "ვარამი" იმუშავა.

ნახეთ: Tamada-მ კომპოზიცია "შიშველი" ცოცხლად შეასრულა

ნახეთ: 4D Monster Lobsters & Tamada - Vneba

ლაშა ჩხაპელია, რომლის შემოქმედებითი კარიერაც 2014 წელს დაიწყო, მსმენელებმა ფსევდონიმით Lasha Chapel გაიცნეს. მისი ორი სინგლი გერმანულმა ლეიბლმა Tonal. გამოსცა. Tamada ლაშას კიდევ ერთი პროექტია, რომელიც ელექტრონულ და ქართულ ტრადიციულ მუსიკას აერთიანებს. საკუთარ მიმართულებას თავად არტისტი "დიფ დუქანს" უწოდებს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული