Thumbnail

12 სექტემბერს ნიუ იორკში, Barclays Center-ის არენაზე ყოველწლიური მუსიკალური დაჯილდოება MTV Video Music Awards გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორებმა ნომინანტთა სია უკვე დაასახელეს, რომელშიც ძირითადად პოპ და ჰიპ ჰოპ არტისტები დომინირებენ. ორი კატეგორია ეთმობა როკ და ალტერნატიულ მუსიკაში მოღვაწე შემსრულებლებს - ჯილდოსთვის იბრძოლებენ: Foo Fighters, The Killers, Machine Gun Kelly, Imagine Dragons და სხვები.

ნახეთ: 2021 წლის MTV Video Music Awards-ის ნომინანტები

გთავაზობთ როკ კატეგორიაში წარდგენილ არტისტებს:

საუკეთესო როკ ვიდეო

Evanescence - Use My Voice
Foo Fighters - Shame Shame
John Mayer - Last Train Home
The Killers - My Own Soul’s Warning
Kings Of Leon - The Bandit
Lenny Kravitz - Raise Vibration

საუკეთესო ალტერნატიული ვიდეო

Bleachers - Stop Making This Hurt
Glass Animals - Heat Waves
Imagine Dragons - Follow You
Machine Gun Kelly ft. Blackbear - My Ex’s Best Friend
Twenty One Pilots - Shy Away
Willow ft. Travis Barker - Transparent Soul

Foo Fighters-ის კლიპი Shame Shame ასევე საუკეთესო ქორეოგრაფიისა და საუკეთესო ოპერატორის ნამუშევრის ნომინაციებშია დასახელებული.

აგრეთვე, საუკეთესო ვიზუალური ეფექტების კატეგორიაში მოხვდნენ ინგლისური ჯგუფის, Glass Animals-ის კლიპი Tangerine და პოპულარული ბრიტანული ბენდის, Coldplay-ს ვიდეორგოლი Higher Power.

კომენტარები

ბოლოს დამატებული