Thumbnail

ნახეთ: ბიონსე შვილებთან ერთად Adidas x Ivy Park-ის რეკლამაში

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელი პოპვარსკვლავი, ბიონსე კომპანია Adidas-თან თანამშრომლობით 19 აგვისტოს საკუთარი ბრენდის, Ivy Park-ის ახალ კოლექციას Rodeo გამოუშვებს, რომელიც ზრდასრულებისა და ბავშვების სამოსს აერთიანებს. ბრენდის ინსტაგრამის გვერდზე საბავშვო მოდელების სარეკლამო კამპანიიდან ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ბიონსე შვილებთან ერთად არის გადაღებული. ვიდეოში 9 წლის ბლუ აივი და 4 წლის ტყუპი და-ძმა, სირ და რუმი კარტერები და სხვა ბავშვები პატარების კოლექციას უწევენ რეკლამირებას.

რატომ ეგონა ბიონსეს, რომ კარიერას 13 წლის ასაკში დაასრულებდა

ნახეთ: ბიონსე Harper's Bazaar-ის ფოტოსესიაში

მომღერლის ოჯახის წევრები აქტიურად არიან ჩართული მისი ბრენდის სარეკლამო კამპანიებში. გასულ თვეში Ivy Park-ის ინსტაგრამის გვერდზე ფოტო გამოქვეყნდა, რომელშიც მუსიკოსის ქმარი, რეპერი ჯეი ზი კოლექციის Flex Park სამოსში იყო გადაღებული. ხოლო მანამდე, უფროსმა შვილმა, ბლუ აივიმ დედასთან ერთად ზამთრის კოლექციის პრომო ვიდეოში მიიღო მონაწილეობა.

რატომ არ სურდა ბიონსეს 25 წლამდე დაქორწინება

Adidas X Ivy Park-ის ახალი კოლექციიდან Rodeo ზრდასრულთა სამოსის სარეკლამო ვიდეოც გავრცელდა, რომელშიც ბიონსე მონაწილეობს.

ბიონსე ნოულს-კარტერი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მუსიკოსია. 28 გრემის მფლობელ არტისტს 100 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. არაერთი ჰიტის ავტორს განსაკუთრებული პოპულარობა კომპოზიციებმა Single Ladies, Crazy In Love, Irreplaceable და Formation მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული