Thumbnail

ნიკი მინაჟმა თავისი ყველა დროის ფავორიტი ალბომი დაასახელა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

გავლენიანმა ნიუ იორკელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ნიკი მინაჟმა თავისი ყველა დროის საყვარელი ალბომი დაასახელა. მისი რჩეული ჩანაწერი ლეგენდარული უიტნი ჰიუსტონის სადებიუტო ნამუშევარია. ნიკიმ ამის შესახებ ინსტაგრამის სთორიში დაწერა.

ნიკი მინაჟი ეხმაურება ბრალდებას, რომ კოკაინს მოიხმარს

ნიკის სახელოვანი კოლეგის მიმართ პატივისცემა საჯაროდ არაერთხელ გამოუხატავს. 2012 წელს, უიტნის გარდაცვალებიდან რამდენიმე კვირაში მიცემულ ინტერვიუში, რეპერმა აღნიშნა:

"უიტნის სადებიუტო ალბომის მიმართ განსაკუთრებული გრძნობები მაქვს. როდესაც ტრინიდადიდან საცხოვრებლად აშშ-ში გადმოვედი, ჩემი საყვარელი დეიდა მის შემოქმედებას მასმენინებდა და ერთად ვმღეროდით.

ვოცნებობდი, რომ უიტნის ჩემ ქორწილში კომპოზიცია Hold Me ემღერა. გარდაცვალებამდე ერთი-ორი კვირით ადრე, ჩემი მეგობარი მას აეროპორტში შეხვდა, უიტნიმ კი ჩემთან შემდეგი სიტყვები დააბარა: "უთხარი ნიკის, რომ მიყვარს". ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ მას ჩემი არსებობის შესახებ ეცოდინებოდა", - განაცხადა ქუინსელმა შემსრულებელმა.

უიტნი ჰიუსტონის სადებიუტო ალბომი 1985 წლის თებერვალში გამოიცა. ნამუშევარმა ახალგაზრდა მომღერალს საყოველთაო აღიარება მოუტანა. სტუდიური ჩანაწერი არაერთი ქვეყნის მუსიკალური ჩარტების ლიდერ პოზიციაზე, მასში შესული სამი კომპოზიცია კი ბილბორდის ცხელი ასეულის სათავეში მოექცა. 1985 წლის გრემიზე ალბომმა 4 ნომინაცია დაიმსახურა, თუმცა, უიტნი მხოლოდ ერთ ჯილდოს დასჯერდა. დღეს მსოფლიოს მასშტაბით ნამუშევრის 22 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული