Thumbnail

მოუსმინეთ: ფიბი ბრიჯერსმა Metallica-ს ჰიტი Nothing Else Matters დააქავერა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ამერიკელმა მუსიკოსმა, ფიბი ბრიჯერსმა ლეგენდარული ჰევი მეტალ ჯგუფის Metallica კომპოზიციის Nothing Else Matters ქავერ ვერსია გაავრცელა. არტისტმა სიმღერა ბაროკოს სტილში შეასრულა.

ნახეთ: Luminous Kid - Mountain Crystals Ft. Phoebe Bridgers

ნახეთ: Weezer-მა Metallica-ს კომპოზიციის Enter Sandman ქავერ ვერსია გაავრცელა

ფიბი ბრიჯერსის ქავერი 53 მუსიკოსის მონაწილეობით ჩაწერილ, 12-ტრეკიან ქავერ ალბომში The Metallica Blacklist შევა, რომელიც The Black Album სახელით ცნობილი რიგით მეხუთე სტუდიური ნამუშევრის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით ჩაიწერა. ნამუშევარი ორიგინალი ალბომის განახლებულ ვერსიათან ერთად ციფრულ პლატფორმებზე 10 სექტემბერს, ვინილისა და CD-ის სახით კი პირველ ოქტომბერს გავრცელდება.

ფიბიმ მუსიკალური მოღვაწეობა 2014 წელს დაიწყო. სამი წლის შემდეგ მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Stranger in the Alps გაავრცელა. 2020 წელს კი არტისტმა მორიგი სტუდიური ჩანაწერი Punisher გამოაქვეყნა, რომელიც გრემიზე საუკეთესო ალტერნატიული ალბომის კატეგორიაში იყო წარდგენილი. ნამუშევარში შესული სინგლი Kyoto საუკეთესო როკ შესრულებისა და საუკეთესო როკ სიმღერის ნომინაციებზე დაასახელეს. თავად ფიბი კი საუკეთესო ახალბედა არტისტის კატეგორიაში იბრძოდა გამარჯვებისთვის.

კომენტარები

ბოლოს დამატებული