Thumbnail

ნახეთ: დენი ელფმანი და ტრენტ რეზნორი კომპოზიციას True ავრცელებენ

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ცნობილი ამერიკელი მუსიკოსი, დენი ელფმანი კომპოზიციის True ალტერნატიულ ვერსიას და მასზე შექმნილ ვიდეორგოლს ავრცელებს. განახლებულ ჩანაწერში პოპულარული ინდასტრიალ როკ ჯგუფის, Nine Inch Nails-ის წევრი, ტრენტ რეზნორი მონაწილეობს. ორიგინალი ნამუშევარი ელფმანის ბოლო ალბომში Big Mess შედის, რომელიც არტისტმა 37-წლიანი პაუზის შემდეგ გამოაქვეყნა.

ნახეთ: Danny Elfman - True

დენი ელფმანმა მუსიკალური კარიერა 1979 წელს ჯგუფში Oingo Boingo დაიწყო. ორი წლის შემდეგ, თეატრალური პერფორმანსებით ცნობილმა კოლექტივმა სადებიუტო ალბომი Only a Lad გაავრცელა. ბენდის შემოქმედება ნიუ ვეივსა და სკა პანკს აერთიანებდა. 1985 წელს ელფმანმა ცნობილი რეჟისორის, ტიმ ბარტონის მიწვევით, ფილმისთვის Pee-wee's Big Adventure მუსიკალური თემა შექმნა. 1994 წელს არტისტმა კოლექტივი დატოვა და მთლიანად კინოსურათებისთვის მუსიკის დაწერაზე გადაერთო. ოსკარის ოთხი ნომინაციისა და გრემის მფლობელ ელფმანს დღემდე 100-ზე მეტი ფილმი აქვს მუსიკალურად გაფორმებული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული