Thumbnail

ნახეთ: Sufjan Stevens & Angelo De Augustine - Back to Oz | Fictional California

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ამერიკელმა მუსიკოსებმა, სუფიან სტივენსმა და ანჯელო დე ოგუსტინმა ახალი კომპოზიცია Back To Oz და მასზე შექმნილი ვიდეორგოლი გაავრცელეს. პარალელურად არტისტებმა კიდევ ერთი სინგლი Fictional California გამოაქვეყნეს. ნამუშევრები მათ მომავალ, კოლაბორაციულ ალბომში A Beginner's Mind შევა, რომელიც 24 სექტემბერს გამოიცემა.

სუფიან სტივენსმა შემოქმედებითი კარიერა 1995 წელს დაიწყო. 1999-ში მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი A Sun Came გაავრცელა. სტივენსს კომერციული წარმატება 2005 წელს გამოცემულმა სტუდიურმა ჩანაწერმა Illinois მოუტანა. ნამუშევარში შესულმა სინგლმა Chicago ამერიკული გამოცემა Billboard-ის ერთ-ერთ ჩარტში პირველი ადგილი დაიკავა.

2017 წელს სტივენსმა რეჟისორ ლუკა გუადანინოს კინოსურათისთვის Call Me by Your Name ორი ტრეკი შექმნა. ერთ-ერთი მათგანი Mystery of Love რიგით 90-ე ოსკარის ცერემონიაზე საუკეთესო ორიგინალური სიმღერის ნომინაციაზე იყო წარდგენილი. მომდევნო წელს მუსიკოსი ამერიკის კინემატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრად მიიღეს.

ანჯელო დე ოგუსტინმა კი შემოქმედებითი კარიერა 2014 წელს დაიწყო. ამავე წელს მუსიკოსმა სადებიუტო სტუდიური ნამუშევარი Spirals Of Silence გაავრცელა. არტისტს ამ დრომდე 4 ალბომი აქვს გამოცემული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული