Thumbnail

სიმღერა, რომელსაც უიტნი ჰიუსტონი თავის საუკეთესო ნამუშევრად მიიჩნევდა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსის, უიტნი ჰიუსტონის შემოქმედება შვიდ სტუდიურ ალბომს, ექვს კომპილაციურ ნამუშევარს, ორ საუნდტრეკ ალბომს, ხუთ ბოქს-სეტს, ექვს EP-ს, 57 სინგლს და 130-ზე მეტ კომპოზიციას, მათ შორის ქავერ ჩანაწერებს აერთიანებს. მუსიკოსს ერთ-ერთ ინტერვიუში ცნობილმა ტელეწამყვანმა, ოპრა უინფრიმ ჰკითხა, რომელ სიმღერას გამოარჩევდა თავისი მდიდარი კატალოგიდან.

რატომ ვერ ჩაწერეს მაიკლ ჯექსონმა და უიტნი ჰიუსტონმა საერთო სიმღერა

ოპრასთვის მოულოდნელად ეს არ აღმოჩნდა ცნობილი ამერიკელი მუსიკოსის, დოლი პარტონის სიმღერა I Will Always Love You, რომელსაც განსაკუთრებული პოპულარობა სწორედ უიტნის შესრულებამ მოუტანა 1992 წელს. ფილმის The Bodyguard საუნდტრეკმა 14 კვირა გაატარა ბილბორდის ცხელი ასეულის სათავეში და ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად სინგლად იქცა.

უიტნი ჰიუსტონის ჰიტის I Will Always Love You ნახვებმა იუთუბზე მილიარდს გადააჭარბა

ამის ნაცვლად ჰიუსტონმა თავისი ქავერ ნამუშევარი, სიმღერა სახელწოდებით The Greatest Love of All გამოარჩია, რომლის ორიგინალი ვერსიაც 1977 წელს ჯორჯ ბენსონის შესრულებით გავრცელდა. იმის მიუხედავად, რომ ის აშშ-ში ჰიტი გახდა, ჩანაწერის უიტნისეული ვერსია სახელით Greatest Love of All კიდევ უფრო წარმატებული აღმოჩნდა და დღეს კომპოზიცია სწორედ ჰიუსტონთან ასოცირდება.

"The Greatest Love of All ჩემი უპირობო ფავორიტია", - აღნიშნა უიტნიმ ოპრასთან საუბარში.

The Greatest Love of All მუსიკოსის სადებიუტო ალბომში Whitney Houston არის წარმოდგენილი. იშვიათი იყო შემთხვევა, არტისტს ეს ჩანაწერი თავისი ტურნეების სეტლისტში არ შეეყვანა.

როგორ ცდილობდა რობერტ დე ნირო უიტნი ჰიუსტონის გულის მოგებას

უიტნი ჰიუსტონმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1977 წელს დაიწყო. პოპვარსკვლავს 35-წლიანი კარიერის განმავლობაში 400-ზე მეტი ჯილდო აქვს მოპოვებული და მსოფლიოში 200 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. ის ერთადერთი არტისტია, რომლის შვიდი კომპოზიციაც ბილბორდის ცხელ ასეულს ზედიზედ ლიდერობდა.

2012 წლის 11 თებერვალს ჰიუსტონი საკუთარ აბაზანაში გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მუსიკოსის სიკვდილი გულის პრობლემებმა და კოკაინის მოხმარებამ გამოიწვია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული