Thumbnail

"ღმერთი მოწყალეა" - რიანა მილიარდერის სტატუსის მოპოვების შემდეგ

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

მას შემდეგ, რაც გავლენიანმა ბიზნესჟურნალმა Forbes პოპულარული ბარბადოსელი მომღერალი, რიანა ოფიციალურად გამოაცხადა მილიარდერად, 33 წლის მუსიკოსი პაპარაცებმა ნიუ იორკის ერთ-ერთი კლუბთან შენიშნეს. ისინი დაინტერესდნენ, როგორ გრძნობს თავს რირი მილიარდერის სტატუსის მოპოვების შემდეგ, რაზეც, მედიის ცნობით, მან უპასუხა:

რიანა ოფიციალურად მილიარდერია

"ღმერთი მოწყალეა".

"ფორბსის" მონაცემებით, რიანას კაპიტალი 1,7 მილიარდი დოლარია. ის ცნობილი ტელეწამყვანის, ოპრა უინფრის შემდეგ გასართობ ინდუსტრიაში მოღვაწე ყველაზე მდიდარი ქალია. არტისტის ქონების ძირითადი ნაწილი (1,4 მლრდ) მისი ბრენდის Fenty Beauty გაყიდვებიდან მიღებულ შემოსავალს შეადგენს. ცნობისთვის, მუსიკოსს "ფენტი ბიუთის" 50% ეკუთვნის, მეორე ნახევარს კი ფრანგულ კომპანიასთან LVMH იყოფს. ამას ემატება $270 მილიონად შეფასებული თეთრეულის ბრენდის Savage x Fenty მოგება და მსოფლიო მასშტაბით გაყიდული 250 მილიონი ჩანაწერიდან მიღებული შემოსავალი. რიანა ასევე კანის მოვლის საშუალებების ბრენდს Fenty Skin ფლობს.

რიანა სუნამოს Fenty გამოუშვებს

9 გრემის მდლობელი რიანას რვავე სტუდიურ ალბომს მინიმუმ ერთხელ მაინც აქვს მოპოვებული პლატინის სტატუსი. სხვადასხვა ჯილდოსთან ერთად, მომღერალი 6-ჯერ მოხვდა გინესის რეკორდების წიგნში. გამოცემა Time-მა კი ის არაერთხელ დაასახელა წლის ყველაზე გავლენიან ადამიანებს შორის.

როგორ გახდა Rihanna მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქალი მუსიკოსი

კომენტარები

ბოლოს დამატებული