Thumbnail

ქანიე ვესთს Mercedes-Benz-ის არენაზე ცხოვრებისას უფასო პორნო შესთავაზეს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარული ჩიკაგოელი ჰიპ ჰოპ არტისტი, ქანიე ვესთი თავისი მომავალი, რიგით მე-10 ალბომის Donda ბოლო შტრიხებზე ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტაში მდებარე "მერსედეს ბენცის" არენაზე მუშაობს. მუსიკოსი სტადიონის კულისებში არსებულ ერთ-ერთ ოთახში ცხოვრობს. სწორედ ამიტომ, "მუზების გასაღვიძებლად" პორნოსაიტმა CamSoda გადაწყვიტა, ქანიეს ვებგვერდის პრემიუმ პაკეტი Elite VIP აჩუქოს.

ნახეთ: ოთახი "მერსედეს ბენცის" არენაზე, სადაც ქანიე ვესთი ცხოვრობს

ნახეთ: ქანიე ვესთმა ატლანტაში ალბომის Donda მოსასმენი სესია გამართა

"მსურს, პრემიუმ ანგარიში გაჩუქო, რათა ის მუზების მოსვლაში დაგეხმაროს. გაავრცელე შენი სექსუალური ენერგია და მსოფლიოს შესთავაზე ისეთი ალბომი, რომელსაც შენი თაყვანისმცემლები ასე მოუთმენლად ელიან", - ამბობს რეპერისთვის გაგზავნის წერილში ვებგვერდის ვიცეპრეზიდენტი, დერინ პარკერი.

მუსიკოსმა ხსენებული ალბომი ჯერ კიდევ 2020 წლის ზაფხულში დააანონსა. ნამუშევარი იმავე წელს უნდა გამოქვეყნებულიყო, თუმცა, გაურკვეველი მიზეზის გამო მისი გამოცემა გადაიდო.

ქანიე ვესთმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1996 წელს დაიწყო. არტისტი გრემის დაჯილდოების 22-გზის გამარჯვებულია. მისი სამი სტუდიური ალბომი "როლინგ სთოუნმა" ყველა დროის 500 საუკეთესო ნამუშევარში შეიტანა. გამოცემამ Time კი მუსიკოსი 2005-15 წლების 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის შეიყვანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული