Thumbnail

მოუსმინეთ: Måneskin-ის სინგლის I Wanna Be Your Slave რემიქსში იგი პოპი მონაწილეობს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ევროვიზია 2021-ის გამარჯვებული, იტალიური ჯგუფი Måneskin კომპოზიციის I Wanna Be Your Slave ალტერნატიულ ვერსიას ავრცელებს. განახლებულ ჩანაწერში ლეგენდარული მუსიკოსი, იგი პოპი მონაწილეობს. ორიგინალი სინგლი კი რომაული ბენდის რიგით მეორე ალბომში Teatro d'ira: Vol. I შედის, რომელიც 19 მარტს გამოქვეყნდა.

Måneskin ქალაქ რომში 2016 წელს შეიქმნა. ორი წლის შემდეგ ჯგუფმა სადებიუტო ალბომი Il ballo della vita გაავრცელა. მუსიკოსებს ამ დრომდე ორი სტუდიური ჩანაწერი აქვთ გამოცემული. 2021 წელს ბენდი ევროვიზიის კონკურსზე სიმღერით Zitti e buoni წარდგა და გამარჯვებაც მოახერხა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული