Thumbnail

ნახეთ: ბილი აილიშმა კლასიკური ჯაზ კომპოზიცია I'm In The Mood For Love შეასრულა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულმა ამერიკელმა მუსიკოსმა, ბილი აილიშმა რადიოსადგურის BBC Radio 1 სესიაში Live Lounge მონაწილეობისას 1935 წელს გავრცელებული ჯაზ კლასიკა I'm In The Mood For Love შეასრულა. 19 წლის არტისტმა კომპოზიციის ის ვერსია დააქავერა, რომელიც 1955 წელს მსახიობმა და მუსიკოსმა, ჯული ლონდონმა ჩაწერა ალბომისთვის Julie Is Her Name. ბილის გიტარაზე აკომპანირებას ძმა და მუსიკალური პარტნიორი, ფინიას ო’კონელი უწევდა.

ნახეთ: ბილი აილიშმა ახალი კომპოზიცია Male Fantasy შეასრულა

რეკორდი, რომელიც ბილი აილიშის ალბომმა Happier Than Ever გამოსვლამდე დაამყარა

გოგონამ მსმენელს ასევე შესთავაზა ახალ ალბომში Happier Than Ever შესული სიმღერები: I Didn't Change My Number, NDA და Getting Older.

ნახეთ: ბილი აილიშმა BBC Radio 1-ის ეთერში ოთხი კომპოზიცია შეასრულა

ბილი აილიშ ო'კონელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა სინგლმა Ocean Eyes მოუტანა. 2019 წელს მან თაყვანისმცემლებს სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო. ბილი 2020 წელს ყველაზე ახალგაზრდა მუსიკოსი გახდა, რომელმაც გრემის დაჯილდოების ისტორიაში ოთხ ძირითად კატეგორიაში: წლის ალბომი, წლის სიმღერა, წლის ჩანაწერი და წლის ახალბედა არტისტი გაიმარჯვა. მომღერალი ჯამში 7 გრემის ფლობს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული