Thumbnail

ყველაზე მდიდარი სიტყვათა მარაგის მქონე მუსიკოსები

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

სიტყვების საძიებო პროგრამამ Wordtips ის არტისტები გამოავლინა, რომლებიც საკუთარ შემოქმედებაში ყველაზე მეტ უნიკალურ სიტყვას იყენებენ. კვლევისთვის ჟურნალ Rolling Stone-ის მიერ დასახელებული ყველა დროის 100 საუკეთესო მომღერალი და, ასევე, ის შემსრულებლები შეირჩნენ, რომლებიც მუსიკალურ პლატფორმა Spotify-ზე ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობენ. მათი კომპოზიციების ტექსტების ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ ყველაზე მდიდარი სიტყვათა მარაგი ლეგენდარულ ამერიკელ პროტოპანკ შემსრულებელს, პატი სმიტს აქვს. მას თავის საავტორო ტექსტებში ყოველ 1000 სიტყვაში 217 უნიკალური სიტყვა აქვს გამოყენებული.

ყველაზე მდიდარი სიტყვათა მარაგის მქონე თანამედროვე მუსიკოსები

კვლევის ავტორებმა ჯამში 156 არტისტის 17 667 სიმღერა გაშიფრეს. მათ ანალიზისთვის მხოლოდ ის სიმღერები შეარჩიეს, რომელთა შექმნაშიც თავად შემსრულებლებს აქვთ მონაწილეობა მიღებული. ყველაზე მდიდარი სიტყვათა მარაგის მქონე მუსიკოსების პირველ ხუთეულში სმიტთან ერთად მოხვდნენ ჯონი მიტჩელი, ბიორკი, ჯიმ მორისონი და ბილი აილიში. სრული ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

Rolling Stone-მა ყველა დროის საუკეთესო მუსიკალური კლიპი დაასახელა

კომენტარები

ბოლოს დამატებული