Thumbnail

ნახეთ: Weezer-მა Metallica-ს კომპოზიციის Enter Sandman ქავერ ვერსია გაავრცელა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ცნობილი ამერიკული ჯგუფი Weezer ლეგენდარული ჰევი მეტალ კოლექტივის Metallica კომპოზიციის Enter Sandman ქავერ ვერსიას და მასზე შექმნილ ვიდეორგოლს ავრცელებს.

ნახეთ: Metallica-მ კომპოზიციის Don't Tread on Me ალტერნატიული ვერსიები გაავრცელა

Metallica კომპოზიციის Wherever I May Roam სამ ალტერნატიულ ვერსიას ავრცელებს

Weezer-ის ქავერი 53 მუსიკოსის მონაწილეობით ჩაწერილ, 12-ტრეკიან ქავერ ალბომში The Metallica Blacklist შევა, რომელიც The Black Album სახელით ცნობილი რიგით მეხუთე სტუდიური ნამუშევრის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით ჩაიწერა. ნამუშევარი ორიგინალი ალბომის განახლებულ ვერსიათან ერთად ციფრულ პლატფორმებზე 10 სექტემბერს, ვინილისა და CD-ის სახით კი პირველ ოქტომბერს გავრცელდება.

ალტერნატიული როკ ჯგუფი Weezer ლოს ანჯელესში 1992 წელს ჩამოყალიბდა. კოლექტივის მიერ 1994 წელს გამოცემულმა სადებიუტო ნამუშევარმა, რომელიც Тhe Blue Album-ის სახელითაა ცნობილი, სამგზის პლატინის სტატუსი მოიპოვა. მუსიკოსებს 15 სტუდიური ალბომი აქვთ გამოშვებული. მათ აქტივში გრემის ჯილდო და 45 მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული