Thumbnail

ბრიტნი სპირსმა თაყვანისმცემლებს მოუთხრო, როგორ ჩაიკეტა სააბაზანოში

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, ბრიტნი სპირსმა ინსტაგრამზე თაყვანისმცემლებს სახალისო ამბავი მოუთხრო, თუ როგორ ჩაიკეტა შემთხვევით ღამის 02:00 საათზე სააბაზანოში. 39 წლის მუსიკოსმა დაწვრილებით აღწერა, რის გამოვლა მოუხდა, მანამ მძინარე შეყვარებულს, სემ ასგარის მიაწვდენდა ხმას და დაცვას გამოიძახებდნენ.

სემ ასგარი ეხმაურება ინფორმაციას, რომ ის და ბრიტნი სპირსი დაინიშნენ

"02:00 საათზე აბაზანის მიღება გადავწყვიტე. Victoria's Secret-ის ახალი ლოსიონი მქონდა და მისი წასმა მინდოდა, რადგან ჩაძინებაში კარგად მეხმარება. სააბაზანოსკენ გავეშურე, თან ჩემს ყავაში ჩავიხედე, რომელიც დილიდან მქონდა შემორჩენილი და ვთქვი, რა საზიზღრობაა-მეთქი, მაგრამ მაინც არ გადამიქცევია, შემდეგ სახის დასაბანი გელის ძებნა დავიწყე, მაგრამ ვერსად ვიპოვე. 15 წუთის განმავლობაში ვეძებდი, მანამ გავიფიქრებდი, რომ ის შესაძლოა, სხვა სააბაზანოში ყოფილიყო. იქიდან გამოსვლას ვაპირებდი, მაგრამ კარი ჩაკეტილი დამხვდა. საკეტი გაიჭედა. წყეულ სააბაზანოში ჩავიკეტე, ჩემს შეყვარებულს კი ეძინა. მიწისძვრაც რომ მომხდარიყო, მაინც არ გაიღვიძებდა. ვყვიროდი - მოდი, კარი გამიღე-მეთქი, მაგრამ სრული სიჩუმე სუფევდა. მხოლოდ მეოთხე ჯერზე ადგა - "რა ხდებაო". მე კი ვუპასუხე - "აქ ვარ და ვერ გამოვდივარ-მეთქი".

კალმით შეეცადა კარის გაღებას, მე კი დაცვას დავურეკე დასახმარებლად. 15 წუთი დასჭირდა, მანამ მეტყოდნენ, რომ ვინმეს გამოუშვებდნენ კარის გასახსნელად. 10 წუთი გავიდა, შემდეგ კი მითხრეს, კიდევ ამდენი მომეცადა. ამასობაში, აბაზანა მივალაგე და შხაპის მიღებას ვფიქრობდი, მაგრამ კვლავ კარს მივაშტერდი წყურვილით, რომ გაღებულიყო. თვალები გამიფართოვდა, კარი უფრო გარკვევით მოსჩანდა. უფრო და უფრო ცხადად ვხედავდი. გთხოვთ, კარი გააღეთ-მეთქი, ავყვირდი. აქ ვართო - გამომეპასუხნენ. ვიკითხე, რამდენ ხანს წაიღებდა ეს პროცესი - ალბათ, 10 წუთსო. დილით მოტოვებული ყავა დავინახე. თვალებზე ბინდი გადამეკრა და მოვსვი. ენერგია მივიღე და ისევ დავიწყე ლაპარაკი - "ხალხო, მანდ ხართ?" - კიო, მიპასუხეს, "გაიწიე, კარს ვაღებთო" და მართლაც გაიხსნა, როგორც იქნა", - წერს ბრიტნი.

მომღერალს არაერთი ადამიანი გამოეხმაურა, მათ შორის მუსიკოსი, მაილი საირუსი. მან პოსტის კომენტარებში დაწერა:

"მართლა გაუთავისუფლებიათ ბრიტნი".

ცნობისთვის, მაილი აქტიურად უჭერს მხარს მოძრაობას FreeBritney (თავისუფლება ბრიტნის) რომლის მონაწილეებიც ითხოვენ, არტისტს მეურვეები მოეხსნას, რომლებიც სასამართლომ 13 წლის წინ, არამდგრადი ფსიქიკური მდგომარეობის მოტივით დაუნიშნა.

ბრიტნი სპირსი: ბოდიში, რომ თავს გაჩვენებდით, თითქოს კარგად ვიყავი

ბრიტნი სპირსს სასამართლომ ავტომობილის მართვის უფლება მისცა

ბრიტნი სპირსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1992 წელს დაიწყო. მუსიკოსის პირველი ორი სტუდიური ნამუშევარი კომერციულად იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ არტისტმა ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი თინეიჯერის სტატუსი შეიძინა. გრემის მფლობელ მომღერალს 150 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. ბრიტნის ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავიც გაუხსნეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული