Thumbnail

7 აგვისტოს eZo Festival საკლუბო კულტურის აღდგენის საპილოტე ღონისძიებას უმასპინძლებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

7 აგვისტოს კომუნა "მზესუმზირა" და eZo Festival საქართველოს მასშტაბით პირველ კოვიდისგან სრულიად უსაფრთხო საპილოტე ღონისძიებას Open Culture უმასპინძლებს. ივენთის სტუმრების წინაშე სხვადასხვა ქართული კლუბის რეზიდენტი არტისტები: Ako Von Unten (Mzesumzira), Digital Groove Affair (Khidi/G2), Frankie Beatnik B2B Levi Love Disco (Mzesumzira), HVL (Bassiani/Horoom), Khvedeliani (DAISI), Kura (Reflector), Nicole (Cafe Gallery), Yves B2B Parna (Mtkvarze) და 98Dots (Colibri) წარდგებიან. ბილეთების შეძენა tkt.ge-ზეა შესაძლებელი.

"გლობალურმა გამოცდილებამ, მაღალკვალიფიციურმა კვლევებმა და მრავალათასიანი საპილოტე ღონისძიებების შედეგებმა აჩვენა, რომ ღია და დახურული ღონისძიებების ჩატარებას აუდიტორიის წინასწარი ტესტირების გზით ნულამდე დაჰყავს ინფიცირებისა და პანდემიის გავრცელების რისკი. საპილოტე ღონისძიება OPEN CULTURE at EZO FESTIVAL მიზნად ისახავს ღია სივრცეებში ხალხმრავალი ღონისძიების მსვლელობის დროს ვირუსის გავრცელების რისკების კვლევას, კვლევის შედეგებზე დაყრდნობით სახელმძღვანელო დოკუმენტის შემუშავებას და ქვეყნის მასშტაბით საერთო სტანდარტის დანერგვას.

წვეულებაზე დამსწრე პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობის პრევენციული შემოწმების მიზნით გამოყენებული იქნება სპეციალურად შექმნილი აპლიკაცია, რომელიც უზრუნველყოფს კოვიდ სტატუსის მქონე პირების იდენტიფიცირებას", - ნათქვამია ორგანიზატორთა განცხადებაში.

საპილოტე ღონისძიებაზე მხოლოდ დაიშვებიან:

  • სრულად ვაქცინირებული პირები, მეორე აცრიდან ორი კვირის შემდეგ;
  • ბოლო 6 თვის მანძილზე კოვიდგადატანილი პირები;
  • ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხების მქონე პირები;
  • ბოლო 48 საათის განმავლობაში ანტიგენის სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხების მქონე პირები.

#openculture - ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის აღდგენის ფონდის და საქართველოს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ერთობა - ACT4CULTURE-ის მიერ ინიცირებული უსაფრთხო ღონისძიებების იდეაა და წარმოადგენს მუსიკალური და კულტურული ღონისძიებების მომზადების, ორგანიზებისა და რეაგირების სტრატეგიას, რომელიც ელექტრონული მუსიკის, საკლუბო, საფესტივალო და საშემსრულებლო ხელოვნების წარმომადგენლებს დაეხმარება კრიზისის დაძლევასა და სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებაში.

კომენტარები

ბოლოს დამატებული