Thumbnail

ნახეთ: Public Service Broadcasting - Blue Heaven Ft. Andreya Casablanca

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ბრიტანული ჯგუფი Public Service Broadcasting ახალ კომპოზიციას Blue Heaven და მასზე გადაღებულ ვიდეოკლიპს ავრცელებს. ჩანაწერში ბერლინური ინდი დუეტის Gurr წევრი, ანდრეია კასაბლანკა მონაწილეობს. სინგლი კოლექტივის მომავალ, რიგით მეოთხე ალბომში Bright Magic შევა, რომელიც 24 სექტემბერს გამოიცემა.

Public Service Broadcasting ქალაქ ლონდონში 2009 წელს შეიქმნა. ოთხი წლის შემდეგ მუსიკოსებმა სადებიუტო ალბომი Inform-Educate-Entertain გაავრცელეს. ჯგუფს ამ დრომდე 3 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოქვეყნებული. მათი შემოქმედება ალტერნატიულ როკს, პოსტ როკსა და არტ როკს აერთიანებს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული