Thumbnail

მოუსმინეთ: Guided By Voices - My (Limited) Engagement

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ამერიკული ინდი როკ ჯგუფი Guided By Voices ახალ კომპოზიციას My (Limited) Engagement ავრცელებს. სინგლი მუსიკოსების რიგით 34-ე ალბომში It’s Not Them. It Couldn’t Be Them. It Is Them! იქნება წარმოდგენილი, რომელიც 22 ოქტომბერს გამოიცემა.

მოუსმინეთ: Guided By Voices - Free Agents

Guided By Voices ქალაქ დეიტონში 1983 წელს შეიქმნა. ოთხი წლის შემდეგ მუსიკოსებმა სადებიუტო ალბომი Devil Between My Toes გაავრცელეს. 15 სტუდიური ჩანაწერის გამოცემის შემდეგ, 2004 წელს ჯგუფი დაიშალა. 2010 წელს კი არტისტებმა თანამშრომლობა განაახლეს და კიდევ ექვსი ნამუშევარი გამოუშვეს. 2014 წელს ბენდი ხელმეორედ დაიშალა. ორ წელიწადში კოლექტივის დამაარსებელმა, რობერტ პოლარდმა პროექტი ახალი შემადგენლობით აღადგინა. ამ დრომდე ჯგუფს 33 ნამუშევარი აქვს გამოცემული.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული