Thumbnail

ჩრდილოკაროლინელი მოდელი და მუსიკოსი, კაროლინ მაინერ სმიტი, იგივე Siiickbrain, ახალ კომპოზიციას Hellside და მასზე გადაღებულ ვიდეოკლიპს ავრცელებს. სინგლი არტისტის პირველ EP-ში შევა, რომლის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ნახეთ: Siiickbrain - Silence

ვიზუალური ნამუშევრის დასაწყისში მუსიკოსი მაყურებლებს აფრთხილებს, რომ მენტალური პრობლემებისა და სუიციდური ფიქრებისკენ მიდრეკილი ადამიანებისთვის ვიდეოს ყურება რეკომენდებული არ არის.

კაროლინ მაინერ სმიტმა მუსიკალური კარიერა 2020 წელს დაიწყო. ამავე წლის მარტში სიქბრეინმა სადებიუტო სინგლი Cigarettes and Cartier გამოუშვა. არტისტს ამ დრომდე ისეთ შემსრულებლებთან უთანამშრომლია, როგორებიც არიან: Skrillex, Swae Lee, Pussy Riot და სხვები.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული