Thumbnail

ნახეთ: ბიონსე კომპოზიციაზე OTHERSIDE გადაღებულ კლიპს ავრცელებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, ბიონსემ თავისი ვიზუალური ალბომის Black is King ერთი წლის იუბილესთან დაკავშირებით ჩანაწერში შესულ კომპოზიციაზე OTHERSIDE გადაღებული კლიპი გაავრცელა.

► Rolling Stone-მა ყველა დროის საუკეთესო მუსიკალური კლიპი დაასახელა

ნახეთ: ბიონსე კომპოზიციაზე MOOD 4 EVA გადაღებულ ვიდეოკლიპს ავრცელებს

სიმღერა ბიონსეს კურატორობით გამოშვებული ალბომისთვის The Lion King: The Gift ჩაიწერა. ის პოპულარული ანიმაციის, "მეფე ლომის" რიმეიქის შთაგონებით შექმნილ 27 ტრეკს აერთიანებს.

ქვიზი: მოცარტი თუ ბიონსე?

ბიონსე ნოულს-კარტერი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მუსიკოსია. 28 გრემის მფლობელ არტისტს 100 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. არაერთი ჰიტის ავტორს განსაკუთრებული პოპულარობა კომპოზიციებმა Single Ladies, Crazy In Love, Irreplaceable და Formation მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული