Thumbnail

ნახეთ: ბიონსე კომპოზიციაზე MOOD 4 EVA გადაღებულ კლიპს ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, ბიონსემ პოპულარული ანიმაციის, "მეფე ლომის" რიმეიქის შთაგონებით და მისი კურატორობით ჩაწერილი ალბომის The Lion King: The Gift ორი წლის იუბილესთან დაკავშირებით, ნამუშევარში შესულ ერთ-ერთ კომპოზიციაზე MOOD 4 EVA გადაღებული ვიდეორგოლი გაავრცელა. სინგლს ბიონსესთან ერთად Jay-Z, Childish Gambino და Oumou Sangaré ასრულებენ.

► Rolling Stone-მა ყველა დროის საუკეთესო მუსიკალური კლიპი დაასახელა

ნახეთ: ისტორიულ შენობაში, რომელიც ბიონსესა და ჯეი ზის ეკუთვნით, ხანძარი გაჩნდა

თანამედროვეობის ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა მუსიკოსმა, ბიონსე ნოულს-კარტერმა მოღვაწეობა ჯგუფში Destiny's Child დაიწყო. არტისტს 100 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. არაერთი ჰიტის ავტორს განსაკუთრებული პოპულარობა კომპოზიციებმა Single Ladies, Crazy In Love, Irreplaceable და Formation მოუტანა. ბიონსე გრემის ისტორიაში პირველი მომღერალია, რომელმაც 28 გრემის ჯილდო მოიპოვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული