Thumbnail

სიმღერა, რომლის შესრულებაც რობერტ პლანტს ყველაზე მეტად გაუჭირდა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარულმა ბრიტანელმა მუსიკოსმა, რობერტ პლანტმა თავისი პოდკასტის Digging Deep, The Robert Plant Podcast ახალ ეპიზოდში დაასახელა კოპოზიცია, რომლის შესრულებაც ვოკალურად ყველაზე მეტად უჭირს. 72 წლის არტისტის თქმით, ეს ქანთრი-როკ დუეტის Dillard & Clark კომპოზიცია Polly გახლავთ, რომლის ქავერ ვერსიაც სახელწოდებით Polly Come Home ქანთრი შემსრულებელ ელისონ კრაუსსთან ერთად ჩაწერა კოლაბორაციულ ალბომზე Raising Sand მუშაობისას.

რობერტ პლანტი და ელისონ კრაუსი მორიგ ერთობლივ ალბომზე მუშაობენ

რობერტ პლანტი იხსენებს მომენტს, როცა გადაწყვიტა, რომ მომღერალი უნდა გამხდარიყო

"ყველაზე რთული მუსიკალური ნამუშევარია იმ ტემპში შესასრულებლად, რომელშიც ჩვენ ვიმღერეთ. ჯგუფის The Yardbirds კასტინგს თუ არ ჩავთვლით, ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი გამოწვევა იყო. თვითონ სიმღერა ძალიან გულში ჩამწვდომია. ის ძალიან ნელ ტემპშია დაწერილი, ასე რომ, დასაწყისში მასში მთელი ჩემი გულის დაფა, ფილტვები, სახმო სიმები და სმენა ჩავრთე და ვფიქრობდი - როგორ შევძლებ ამ სიტყვების სწორად წარმოთქმას ბოლომდე და მუხტის დაჭერას ისე, რომ არ ჩამოვიშალო?". დიახ, მე ის ვარ, ვინც Led Zeppelin-ის Immigrant Song იმღერა, მაგრამ რკინის ფილტვები მჭირდება იმისთვის, რომ სიმღერის Polly Come Home შესრულება ბოლომდე მივიყვანო", - აღნიშნა პლანტმა.

პლანტმა და კრაუსმა Polly Come Home 2007 წელს გაავრცელეს.

რობერტ პლანტი: გავამზადე ჩანაწერები, რომლებიც ჩემი სიკვდილის შემდეგ გავრცელდება

რობერტ პლანტმა მუსიკალური კარიერა 1965 წელს დაიწყო. ის პოპულარული ლეგენდარულ ბრიტანულ როკ ჯგუფში Led Zeppelin მოღვაწეობით გახდა. ცნობილმა გამოცემამ Rolling Stone მუსიკოსი ყველა დროის საუკეთესო ვოკალისტებს შორის დაასახელა. 2018 წელს არტისტმა კონცერტი საქართველოში, Black Sea Arena-ზე გამართა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული