Thumbnail

Cardi B-ს ჰიტის Bodak Yellow კლიპის ნახვებმა იუთუბზე მილიარდს გადააჭარბა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტის, ქარდი ბის ჰიტის Bodak Yellow კლიპის ნახვებმა იუთუბზე მილიარდს გადააჭარბა. ვიდეორგოლი პლატფორმაზე 2017 წელს აიტვირთა. ეს ქალი რეპერის პირველი ნამუშევარია, რომელმაც ხსენებულ მაჩვენებელს ყველაზე მოკლე დროში მიაღწია. წარმატებას ქარდი ტვიტერის გვერდზე გამოეხმაურა.

Cardi B: ჩემი ჰიტით Bodak Yellow კოდაკ ბლექიც მდიდრდება

"ამ კლიპის გადაღება 15 000 დოლარი დამიჯდა და ის მილიარდზე მეტჯერ ნახეს. რა სიგიჟეა. ყველას დიდი მადლობა, რომ წლებია, მხარს მიჭერთ და გვერდში მყავხართ. მიყვარხართ და გაფასებთ", - წერს მუსიკოსი.

კომპოზიცია ქარდიმ 2017 წელს გაავრცელა. ის სადებიუტო ალბომში Invasion of Privacy არის წარმოდგენილი, რომელიც 2018-ში გამოიცა. ტრეკი მან ფლორიდელი კოლეგის, კოდაკ ბლექის 2014 წლის ფრისტაილის No Flockin’ შთაგონებით დაწერა. ნამუშევარი ბილბორდის ჩარტს ზედიზედ 3 კვირის განმავლობაში ლიდერობდა. ჩანაწერმა ბრილიანტის სტატუსიც დაიმსახურა. მისი კლიპი დუბაიში გახლავთ გადაღებული.

ქარდი ბიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. ბრონქსელი შემსრულებლის 2017 წლის სინგლი Bodak Yellow ბილბორდის მუსიკალურ ჩარტებში პირველობას ერთი თვის განმავლობაში არ თმობდა. 19 წლის განმავლობაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქალი რეპერის სოლო ჩანაწერი ჰიტ აღლუმის სათავეში მოექცა. ქარდი ბიმდე მსგავსი წარმატების მიღწევა ლორინ ჰილმა შეძლო, 1998 წელს გამოსული ტრეკით Doo Wop (That Thing). 2018 წელს მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Invasion Of Privacy გამოუშვა, რომელიც დღეს სამმაგი პლატინის მფლობელია. სტუდიურმა ნამუშევარმა გრემის 2019 წლის დაჯილდოებაზე "წლის საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის" ნომინაციაში გაიმარჯვა. 2021 წის მარტში ქარდი ბი მუსიკის ისტორიაში პირველი ქალი ემსი გახდა, რომლის სინგლმაც ბრილიანტის სტატუსი მოიპოვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული