Thumbnail

ცნობილმა ლირიცისტმა, ლუპე ფიასკომ მსმენელს ახალი ფრისტაილი Teach A Man To Fish შესთავაზა. ჩიკაგოელმა ემსიმ რეჩიტატივი ჰარლემური გაერთიანება "დიფსეთის" ტრეკის I Really Mean It ბითზე წაიკითხა, რომლის ავტორიც ჯასთ ბლეიზი გახლავთ.

მოუსმინეთ: Lupe Fiasco სტუდიურ ჩანაწერს HOUSE ავრცელებს

ლუპე ფიასკომ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2000 წელს დაიწყო. კარიერის დასაწყისში მას ცნობილ ლეიბლთან Atlantic Records კონტრაქტის გაფორმებაში ლეგენდარული კოლეგა, ჯეი ზი დაეხმარა. მუსიკოსის სადებიუტო ალბომმა Lupe Fiasco's Food & Liquor, რომელიც 2006 წელს გავრცელდა, კრიტიკოსთა და მსმენელთა მაღალი შეფასება დაიმსახურა. ჩანაწერმა გრემიზე "წლის საუკეთესო ახალი არტისტის" ნომინაციაში გაიმარჯვა.

მომდევნო სტუდიური ნამუშევრები Lupe Fiasco's The Cool და Lasers მუსიკოსის დისკოგრაფიაში კომერციულად ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა. ორივე მათგანი ოქროს სტატუსის მფლობელია. 2010 წლიდან რეპერმა პოლიტიკური ჰიპ ჰოპის შექმნა დაიწყო და მეინსტრიმს ჩამოშორდა. რეჩიტატივის კითხვის პარალელურად, ლუპე ფიასკო როკ ბენდის Japanese Cartoon დამაარსებელია.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული