Thumbnail

ნახეთ: St. Vincent-მა კომპოზიცია Los Ageless შეასრულა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ამერიკელი მუსიკოსი, ენი კლარკი, სასცენო სახელით St. Vincent, კომპოზიციის Los Ageless ლაივ ვერსიას ავრცელებს. არტისტმა სინგლი ლაივსტრიმ კონცერტზე Down and Out Downtown შეასრულა, რომელიც 4 აგვისტოს გამოქვეყნდება. ტრეკი ენის რიგით მეხუთე ალბომში Masseduction შედის, რომელიც 2017 წელს გამოიცა.

მოუსმინეთ: St. Vincent ალბომის Daddy's Home ალტერნატიულ ვერსიას ავრცელებს

St. Vincent-ის სახელით ცნობილმა ენი კლარკმა მუსიკალური კარიერა 2003 წელს დაიწყო. გრემის ორი ჯილდოს მფლობელი არტისტი თავდაპირველად სუფიან სტივენსის ლაივ ბენდის წევრი იყო, 2007 წელს კი მან სადებიუტო სოლო ალბომი Marry Me გამოუშვა. მუსიკოსს ამ დრომდე 6 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული