Thumbnail

ყველაზე მდიდარი სიტყვათა მარაგის მქონე თანამედროვე მუსიკოსები

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

სიტყვების საძიებო პროგრამამ Wordtips მუსიკალურ პლატფორმა Spotify-ზე ყველაზე მოსმენადი თანამედროვე შემსრულებლების კომპოზიციების ტექსტების ანალიზის საფუძველზე ის არტისტები გამოავლინა, რომლებიც საკუთარ შემოქმედებაში ყველაზე მეტ უნიკალურ სიტყვას იყენებენ. როგორც აღმოჩნდა, მდიდარი ლექსიკის მიხედვით, თანამედროვე მუსიკოსებს შორის, ამერიკელი ბილი აილიში ლიდერობს. ჩამონათვალში ასევე მოხვდნენ ჰარი სტაილზი, ლორდი, ლიზო, შაკირა და სხვები.

Rolling Stone-მა ყველა დროის საუკეთესო მუსიკალური კლიპი დაასახელა

კალკულაციის შედეგად დადგინდა, რომ აილიშს ყოველ 1000 სიტყვაში 169 უნიკალური სიტყვა აქვს გამოყენებული, რაც საუკეთესო მაჩვენებელია. მას 159 სიტყვით მოსდევს სტაილზი, ხოლო ლიზოს შედეგი 153-ია.

ყველაზე მდიდარი სიტყვათა მარაგის მქონე თანამედროვე ვარსკვლავების ათეული ასეთია:

10. Kevin Parker - 133
10. James Arthur - 133
9. SZA - 134
9. Joji - 134
8. Alessia Cara - 135
7. Anderson .Paak - 138
6. Kali Uchis - 140
6. Chris Stapleton - 140
5. Lorde - 149
5. Janelle Monáe - 149
4. Shakira - 151
3. Lizzo - 153
2. Harry Styles - 159
1. Billie Eilish - 169

ბილი აილიშის, ჰარი სტაილზისა და ლიზოს სახელებს ვხვდებით არა მხოლოდ თანამედროვე, არამედ ზოგად ათეულშიც, რომელშიც ისეთი არტისტები გვხვდებიან, როგორებიც არიან: პატი სმიტი, ჯონი მიტჩელი, ბიორკი, ჯიმ მორისონი, ჯონი ქეში და სხვები.

10. Lizzo - 153
9. Johnny Cash - 158
8. Harry Styles - 159
8. Bonnie Raitt - 159
7. Don Everly - 163
6. Hank Williams - 167
5. Billie Eilish - 169
4. Jim Morrison - 177
3. Björk - 197
2. Joni Mitchell - 199
1. Patti Smith - 217

რეკორდი, რომელიც ბილი აილიშის ალბომმა Happier Than Ever გამოსვლამდე დაამყარა

კომენტარები

ბოლოს დამატებული