Thumbnail

The Weeknd-მა დაასახელა სამი მუსიკოსი, რომლებთანაც ითანამშრომლებდა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

თანამედროვე მუსიკის ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი წარმომადგენელი The Weeknd ახალ ალბომზე მუშაობს. ეს ინფორმაცია კანადელმა მომღერალმა მსმენელს ტვიტერის საშუალებით გაუზიარა.

ნახეთ: Belly, The Weeknd & Young Thug - Better Believe

ნახეთ: Doja Cat და The Weeknd კომპოზიციის You Right კლიპს ავრცელებენ

The Weeknd განმარტავს, ვის განასახიერებს სისხლიანი და სახვევებიანი იმიჯით

"ჯანდაბა, დღეს ღამე იწყება", - განაცხადა ახალი ალბომის შესახებ უიქენდმა.

მოგვიანებით შემსრულებელმა უცნობი კომპოზიციის Take My Breath ნაწყვეტი გამოაქვეყნა, რომლის სრული ვერსიაც 6 აგვისტოს გამოიცემა.

უიქენდი ასევე ცნობილი გამოცემის GQ სტუმარი გახლდათ. ინტერვიუს განმავლობაში კანადელმა განაცხადა, რომ არკასთან, ქანიე ვესთთან და ტაილერთან სურს თანამშრომლობა.

"არკა დიდებულია. ქანიე ვესთთან კიდევ ერთხელ სიამოვნებით, განსაკუთრებით ფროდაქშენის მხრივ ვითანამშრომლებდი (არტისტებმა ერთად პირველად 2016 წელს, ქანიეს ტრეკზე FML იმუშავეს). ტაილერი სიგიჟემდე მიყვარს, გაოცებული ვარ იმით, რასაც ახლა ქმნის", - განაცხადა მუსიკოსმა.

კანადელმა მუსიკოსმა, აბელ ტესფაიემ, სასცენო სახელით The Weeknd, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010 წელს დაიწყო. მან სახელი 2011 წელს გავრცელებული მიქსტეიპებით House Of Balloons, Thursday და Echoes Of Silence გაითქვა, რომლებიც მოგვიანებით კომპილაციური ალბომის სახით გამოუშვა.

2013 წელს უიქენდმა სადებიუტო სტუდიური ალბომი Kiss Land გაავრცელა. ორი წლის შემდეგ გამოცემული Beauty Behind the Madness კი მისი პირველი ჩანაწერი გახდა, რომელმაც "ბილბორდის" ჩარტში ლიდერის პოზიცია დაიკავა. 2016 წელს კანადელი შემსრულებლის მორიგი წარმატებული ნამუშევარი Starboy გამოდის. 2020 წლის მარტში კი გაყიდვაში მისი მეოთხე სტუდიური ალბომი After Hours ეშვება. სამი გრემის მფლობელი მუსიკოსის შემოქმედება ალტერნატიული არენბისა და პოპის სინთეზია. არტისტის თქმით, მასზე გავლენა მაიკლ ჯექსონმა, პრინსმა და არ ქელიმ მოახდინეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული