Thumbnail

ცნობილი დომინიკურ-ამერიკული ბაჩატა ჯგუფი Aventura და პუერტორიკოელი მუსიკოსი Bad Bunny ახალ კომპოზიციას Volví და მასზე გადაღებულ ვიდეოკლიპს ავრცელებენ. ტრეკის ინსტრუმენტალის ავტორი პროდიუსერი Alex Killer გახლავთ.

მოუსმინეთ: Bad Bunny - De Museo

Aventura ქალაქ ნიუ იორკში, ბრონქსში 1994 წელს შეიქმნა. კოლექტივს ამ დრომდე 6 სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული. მუსიკოსებს განსაკუთრებული წარმატება 2002 წელს გამოცემულმა სინგლმა Obsesión მოუტანა. ჯგუფი ლათინო ამერიკული ჟანრის, ბაჩატას ერთ-ერთ პიონერად ითვლება.

ბენიტო მარტინეს ოკასიომ, ფსევდონიმით Bad Bunny, მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. მან უკვე მოასწრო თანამშრომლობა ისეთ პოპულარულ არტისტებთან, როგორებიც არიან Cardi B, J Balvin, Daddy Yankee და სხვები. აღსანიშნავია, რომ ქარდი ბისთან და კოლუმბიელ ჯეი ბალვინთან ერთად 2018 წელს ჩაწერილი კომპოზიცია I Like It ბილბორდის ჩარტში პირველობას 12 კვირის განმავლობაში არ თმობდა. დრეიქისა და მისი ერთობლივი ტრეკი Mia კი ჰიტ-აღლუმის ხუთეულში მოხვდა. მუსიკოსმა 2020 წლის ნაციონალური საფეხბურთო ლიგის ფინალურ მატჩზე Super Bowl გამართულ შოუზე შაკირას გამოსვლის დროს იმღერა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული