Thumbnail

მოუსმინეთ: Pink Siifu ალბომს GUMBO'! ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

კალიფორნიელმა ანდრერგრაუნდ რეპერმა, ლივინგსტონ მეთიუსმა, სასცენო სახელით Pink Siifu, გაყიდვაში ახალი ალბომი GUMBO'! ჩაუშვა. ალტერნატიული ჰიპ ჰოპ არტისტის სტუდიური ნამუშევარი 18 კომპოზიციას მოიცავს. ჩანაწერის ფარგლებში სიფუმ ითანამშრომლა კოლეგებთან: The Alchemist, Big Rube, Liv.E, V.C.R, Nick Hakim, Peso Gordon, Turich Benjy, B. Cool-Aid, Asal Hazel, Georgia Anne Muldrow, Coco O., Maxo, Jaybee Lamahj, Swaggy Q, Vonbeezy, BbyMutha, Kamilah და სხვა.

ნახეთ: Pink Siifu - Roscoe’!

ნახეთ: Pink Siifu - Bussin’ (Cold)

ნახეთ: ფინქ სიფუმ 10-წუთიანი პერფორმანსი NEGRO’s 6 გამოაქვეყნა

ფინქ სიფუმ მუსიკალური მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. მომდევნო წელს ალტერნატიულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა ფილადელფიელ მულტიინსტრუმენტალისტ Swarvy-სთან ერთად სადებიუტო ალბომი Twothousandnine გაავრცელა. მუსიკოსი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2018 წელს გამოცემული ნამუშევრით Ensley გახდა. თუმცა, კალიფორნიელი რეპერისთვის განსაკუთრებული წარმატების მომტანი 2020 წლის სტუდიური ნამუშევარი NEGRO გახლდათ, რომელმაც მსმენელის დიდი მოწონება მოიპოვა. გამორჩეული წელი ლივინგსტონმა ვირჯინიელ რეპერ ფლაი ენექინთან ერთად შექმნილი კოლაბორაციული ნამუშევრით დააგვირგვინა, რომელმაც კრიტიკოსებისა და არაერთი გავლენიანი გამოცემის დადებითი შეფასება დაიმსახურა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული