Thumbnail

ახალგაზრდა ფილადელფიელი ჰიპ ჰოპ არტისტი, თიერა ვექი ახალ კომპოზიციას Walk the Beat ავრცელებს. ტრეკის ინსტრუმენტალის ავტორი პროდიუსერი J Melodic გახლავთ. ეს უკვე მესამე სინგლია, რომელიც მუსიკოსმა 2021 წელს გამოაქვეყნა.

Tierra Whack: მუსიკალურ მოღვაწეობას ვწყვეტ

ნახეთ: თიერა ვექმა "ფილადელფია სიქსერსისთვის" კომპოზიცია ჩაწერა

თიერამ მუსიკალური კარიერა 2015 წელს დაიწყო. არტისტი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2018 წელს, სადებიუტო ალბომით Whack World გახდა. ჩანაწერი, რომელმაც კრიტიკოსთა მაღალი შეფასებები დაიმსახურა, არაერთმა გავლენიანმა გამოცემამ წლის გამორჩეულ ნამუშევრებს შორის დაასახელა. აღსანიშნავია, რომ ალბომში შესული თითოეული კომპოზიციის ხანგრძლივობა ზუსტად ერთ წუთს შეადგენს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული