Thumbnail

ალტერნატიული ჰიპ ჰოპ არტისტი, ლივინგსტონ მეთიუსი, სასცენო სახელით Pink Siifu, მსმენელს მორიგ ახალ კომპოზიციას Roscoe’! და მასზე გადაღებულ ვიდეორგოლს სთავაზობს. ჩანაწერის პროდიუსერი Ted Kamal გახლავთ, რომელმაც სიფუსთან ივლისში გავრცელებული ტრეკის lng hair dnt care ფარგლებშიც ითანამშრომლა. ნამუშევარი ლივინგსტონის ალბომის GUMBO’! ერთ-ერთი სინგლია.

ნახეთ: Pink Siifu - Bussin’ (Cold)

ნახეთ: ფინქ სიფუმ 10-წუთიანი პერფორმანსი NEGRO’s 6 გამოაქვეყნა

ნახეთ: Pink Siifu კლიპს Cointail აქვეყნებს

ფინქ სიფუმ მუსიკალური მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. მომდევნო წელს ალტერნატიულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა ფილადელფიელ მულტიინსტრუმენტალისტ Swarvy-სთან ერთად სადებიუტო ალბომი Twothousandnine გაავრცელა. მუსიკოსი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2018 წელს გამოცემული ნამუშევრით Ensley გახდა. თუმცა, კალიფორნიელი რეპერისთვის განსაკუთრებული წარმატების მომტანი 2020 წლის სტუდიური ნამუშევარი NEGRO გახლდათ, რომელმაც მსმენელის დიდი მოწონება მოიპოვა. გამორჩეული წელი ლივინგსტონმა ვირჯინიელ რეპერ ფლაი ენექინთან ერთად შექმნილი კოლაბორაციული ნამუშევრით დააგვირგვინა, რომელმაც კრიტიკოსებისა და არაერთი გავლენიანი გამოცემის დადებითი შეფასება დაიმსახურა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული