Thumbnail

ნახეთ: კურტ კობეინის ბავშვობის სახლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი გახდა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ვაშინგტონის შტატის ქალაქ აბერდინში მდებარე სახლს, სადაც ლეგენდარულმა ამერიკელმა მუსიკოსმა, კურტ კობეინმა ბავშვობა გაატარა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. შენობაში, რომელიც 1923 წელსაა აგებული, არტისტი 16 წლის განმავლობაში, 1968-დან 1984 წლამდე ცხოვრობდა.

მიზეზი, რის გამოც კურტ კობეინს Led Zeppelin აღარ მოსწონდა

ნახეთ: ავტოპორტრეტი, რომელიც კურტ კობეინმა 1992 წელს დახატა

უკანასკნელი სიმღერა, რომელიც კურტ კობეინმა სცენაზე შეასრულა

ამჟამინდელი მფლობელის, ლი ბეიკონის განცხადებით, სახლი ამჟამად რეაბილიტაციის პროცესშია, რათა იმ პერიოდის ვინტაჟური იერსახე დაუბრუნდეს. მისი გეგმის თანახმად, საცხოვრებელს მუზეუმის სახე მიეცემა და მსურველებს მისი დათვალიერება შეეძლებათ. ბეიკონის ასევე გალერეის ტიპის კაფეს გაკეთება სურს, სადაც კურტის ფოტოები და პირადი ნივთები იქნება განთავსებული.

"ნირვანას" ფანები კურტ კობეინის სახლთან

ცნობილია, რომ 2018 წელს ლი ბეიკონმა თავის ცოლთან ერთად კობეინების ოჯახისგან სახლი 225 000 ამერიკულ დოლარად შეიძინა. შენარჩუნებულია სასადილო მაგიდა, კარადა და კურტის ლოგინის მატრასი.

კურტ კობეინმა მუსიკალური კარიერა 1982 წელს დაიწყო, ჯგუფი Nirvana კი 1987 წელს ჩამოაყალიბა. კოლექტივს მსოფლიო აღიარება 1991 წლის ალბომმა Nevermind და მასში შესულმა სინგლმა Smells Like Teen Spirit მოუტანა. 1994 წლის 5 აპრილს დეპრესიაში მყოფმა არტისტმა საკუთარ სახლში მოიკლა თავი, რის შემდეგაც "ნირვანას" მოღვაწეობა აღარ გაუგრძელებია.

გრანჟის ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა ბენდმა არსებობის განმავლობაში მხოლოდ 3 სტუდიური ნამუშევრის გამოშვება მოასწრო, მსოფლიო მასშტაბით კი 75 მილიონზე მეტი ჩანაწერი გაყიდა. 2014 წელს გრემის მფლობელი კოლექტივი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული