Thumbnail

ამერიკულმა ჯგუფმა Nine Inch Nails ახალი სიმღერა God Break Down The Door გამოუშვა. კომპოზიცია ბენდის მომავალ ალბომში Bad Witch იქნება წარმოდგენილი, რომელიც 22 ივნისს გამოიცემა. მუსიკოსებმა ჩანაწერის მხარდასაჭერი ტურნეც დააანონსეს.

ვოკალისტმა და კომპოზიტორმა ტრენტ რეზნორმა Nine Inch Nails 1988 წელს დააარსა. ინდასტრიალ ჯგუფის კარიერა ოც მილიონამდე გაყიდულ ალბომსა და ისეთ არტისტებთან თანამშრომლობას მოიცავს, როგორებიც არიან დევიდ ბოუი, მერილინ მენსონი და სხვები. ბენდის ბოლო სტუდიური ჩანაწერი Add Violence 2017 წელს გამოვიდა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული