Thumbnail

ნახეთ: ჯერონიმომ ისაუბრა, როგორ შექმნა კომპოზიცია "ოსტატები ცერემონიის"

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილი ჰიპ ჰოპ არტისტი ანზორ ჩიხლაძე, იგივე ჯერონიმო, კომპანია Hennessy-ს სპონსორობით შექმნილი საგანმანათლებლო ჰიპ ჰოპ სერიების In Flow: Producers მეორე ეპიზოდის სტუმარი გახლდათ. რეპერმა მაყურებელს საკუთარი კომპოზიციის "ოსტატები ცერემონიის" შექმნის შესახებ მოუთხრო. ინტერვიუს განმავლობაში მან აგრეთვე ისაუბრა "ძებნილების" ნამუშევრებზე: "ვერ ვენდობი მას" და "ჩემი ძმები". დასასრულს ჯერონიმომ თავისი ჰიტი "ერთი ყლუპი ჯაზი" შეასრულა.

ნახეთ: Kordz საუბრობს, როგორ შეიქმნა მისი და DRO-ს კომპოზიცია Skeet

ნახეთ: Tamada კომპანია Hennessy-ისთვის გადაღებულ ვიდეოში

პროექტი, რომლის წამყვანიც რეპერი სანდრო ფოფხაძე, იგივე DRO-ა, ოთხი ნაწილისგან შედგება. მის ფარგლებში შემსრულებლები მაყურებლებს აცნობენ თავიანთი მუსიკის შექმნის ისტორიას, პროცესის ტექნიკურ მხარეებს და ა.შ. როგორც კომპანია "ჰენესი" აღნიშნავს, მსგავსი საგანმანათლებლო ვიდეოების შექმნის ხელშეწყობა მიზნად ისახავს იმ ადამიანების ინფორმირებას, რომლებსაც აინტერესებთ, როგორ იქმნება მუსიკა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული