Thumbnail

Rolling Stone-მა ყველა დროის საუკეთესო მუსიკალური კლიპი დაასახელა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ჟურნალმა Rolling Stone ტელეკომპანია MTV-ს 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით ყველა დროის 100 საუკეთესო მუსიკალური ვიდეო დაასახელა. ჩამონათვალში პირველი ადგილი პოპვარსკვლავ ბიონსეს რიგით მეექვსე სტუდიურ ალბომში Lemonade შესულ კომპოზიციაზე Formation გადაღებულ კლიპს ხვდა წილად. მან ისეთი საკულტო რგოლები ჩამოიტოვა, როგორებიცაა: მაიკლ ჯექსონის Billie Jean, მადონას Vogue და სხვები.

ყველაზე მაღალანაზღაურებადი ჰიპ ჰოპ არტისტები

ყველაზე მაღალანაზღაურებადი მუსიკოსები 2020 წელს

გრემის მფლობელი რეჟისორის, მელინა მაცუკასის ნამუშევარი შავკანიანთა კულტურითა და ისტორიით არის შთაგონებული. რეჟისორმა კლიპის სიუჟეტისთვის იდეები შავკანიანი ნოველისტებისა და აქტივისტების, ტონი მორისონის, მაია ენჯელოუს და ოქტავია ბათლერის შემოქმედებიდან მიიღო. 2016 წელს გავრცელებულ ვიდეორგოლი ისეთ მოვლენებზეა დაფუძნებული, როგორიცაა მონობის წლები, ლოს ანჯელესის ბუნტი, რაც შავკანიანი როდნი კინგის ცემის ფაქტზე ოთხი თეთრკანიანი პოლიციელის გამართლებას მოჰყვა.

"ბიონსეს ამ კლიპით სურდა, ეჩვენებინა, რა ისტორიული გავლენა მოახდინა მონობამ შავკანიანთა ოჯახებზე", - განუცხადა მაცუკასმა 2017 წელს გაზეთს The New Yorker.

აღსანიშნავია, რომ კლიპს კრიტიკაც ხვდა წილად - ბიონსე ანტიპოლიციური განწყობის გაღვივების მცდელობაში დაადანაშაულეს. როგორც მუსიკოსმა 2016 წელს ელენ დეჯენერესის შოუში განმარტა, ეს მისი თვითმიზანი არ ყოფილა.

"მე არტისტი ვარ და ვფიქრობ, ხელოვნების გამორჩეული ნიმუშები, როგორც წესი, არასწორი ინტერპრეტაციით არის ხოლმე აღქმული. ნებისმიერი, ვინც ჩემს სათქმელს ანტიპოლიცურ გზავნილად აღიქვამს, ძალიან ცდება. მე დიდ პატივს ვცემ სამართალდამცველებს, რომლებიც ჩვენი უსაფრთხოებისთვის თავს სწირავენ".

ვიდეორგოლმა არაერთი ჯილდო მიიღო, მათ შორის MTV Video Music Awards-ის ექვს ნომინაციაში, ასევე 2017 წელს მას გრემი გადაეცა საუკეთესო მუსიკალური კლიპის კატეგორიაში.

ყველა დროის საუკეთესო ვიდეორგოლების ტოპ ათეულში ასევე მოხვდნენ:

2. Johnny Cash - Hurt

3. Madonna - Vogue

4. Childish Gambino - This is America

5. New Order - The Perfect Kiss

6. Beastie Boys - Sabotage

7. D’Angelo - Untitled (How Does It Feel?)

8. Peter Gabriel - Sledgehammer

9. Guns N’Roses - November Rain

10. Michael Jackson - Billie Jean

მეტალ ჯგუფების 5 ყველაზე სასაცილო ვიდეო

კომენტარები

ბოლოს დამატებული