Thumbnail

ნახეთ: Tyler, The Creator-ის გამოსვლა ფესტივალზე Lollapalooza

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთმა უმნიშვნელოვანესმა წარმომადგენელმა, გრეგორი ოკონმამ, ფსევდონიმით Tyler, The Creator, ცნობილი ფესტივალის Lollapalooza ფარგლებში ჩიკაგოს შტატში ლაივი გამართა. გრემის მფლობელმა კალიფორნიელმა მუსიკოსმა საღამო მიმდინარე წელს გამოქვეყნებული ალბომის CALL ME IF YOU GET LOST ტრეკებით გახსნა, მოგვიანებით კი მსმენელს მრავალფეროვანი რეპერტუარი, მათ შორის ჩანაწერები Boredom, Who Dat Boy, Earfquake, See You Again და She შესთავაზა. კომპოზიციების შესრულების პარალელურად ტაილერი სხვადასხვა ალბომის კონცეპტისთვის დამახასიათებელ პერფორმანსებს დგამდა, იმოსებოდა და ცეკვავდა.

Tyler, The Creator: ჩემს შემოქმედებაში CALL ME IF YOU GET LOST საუკეთესო ალბომია

ნახეთ: Tyler, The Creator ალბომის CALL ME IF YOU GET LOST კომპოზიციებს ასრულებს

გთავაზობთ პერფორმანსის სეტლისტს:

1. Sir Baudelaire
2. Corso
3. Lemonhead
4. Wusyaname
5. Lumberjack
6. Massa
7. Sweet
8. See You Again
9. 911
10. Boredom
11. Who Dat Boy
12. She
13. Tron Cat
14. Yonkers
15. Bimmer
16. Tamale
17. IFHY
18. Igor’s Theme
19. I Think
20. Earfquake
21. New Magic Wand
22. I Thought You Wanted to Dance
23. Runitup

ტაილერმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2007 წელს დაიწყო. მისი სადებიუტო და კომერციულად ყველაზე წარმატებული ალბომი Goblin გაყიდვაში 2011 წელს ჩაეშვა. ამავე წელს ტელეკომპანია MTV-მ შემსრულებელი წლის საუკეთესო ახალბედა რეპერად დაასახელა. 2017 წელს გამოშვებული Flower Boy კი საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის კატეგორიაში გრემის ნომინანტებს შორის მოხვდა. 2019 წლის დასაწყისში მუსიკოსმა გაყიდვაში რიგით მეხუთე სტუდიური ნამუშევარი IGOR ჩაუშვა, რომელმაც კრიტიკოსთა დიდი მოწონება დაიმსახურა. ჩანაწერმა ტაილერს საუკეთესო რეპ ალბომის ნომინაციაში პირველი გრემის ჯილდო მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული