Thumbnail

მოუსმინეთ: 5 ახალი კომპოზიცია ფოფ სმოუქის ალბომის Faith დელუქს ვერსიაში

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

2020 გარდაცვლილი ნიუ იორკელი დრილ შემსრულებლის, ფოფ სმოუქის წარმომადგენლებმა რეპერის ბოლო ალბომის Faith დელუქს გამოცემის განახლებული ვერსია გაავრცელეს. სტუდიურ ნამუშევარს 5 ახალი კომპოზიცია დაემატა. მათ შექმნაში მონაწილეობა შემდეგმა არტისტებმა მიიღეს: Tay Floss, Fetti Luciano, Obasi Jackson, Rah Swish და Anuel AA.

მოუსმინეთ: ფოფ სმოუქის ალბომი Faith გამოიცა

მოუსმინეთ: ფოფ სმოუქის ალბომის Faith დელუქს ვერსია გამოიცა

ფოფ სმოუქმა მუსიკალური კარიერა 2018 წელს დაიწყო. 2019 წელს ახალგაზრდა მუსიკოსმა პირველი მიქსტეიპი Meet The Woo გაავრცელა. ამის შემდეგ ის მისი პოპულარული კოლეგის, ტრევის სკოტის ლეიბლს შეუერთდა და მსმენელთა წინაშე კოლექტივის სადებიუტო ნამუშევარში JACKBOYS გამოჩნდა. არტისტი სახასიათო ტემბრით, მისი შემოქმედება კი ენერგიული, დრილ მუსიკისთვის დამახასიათებელი ჟღერადობით გამოირჩეოდა. მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე, შესრულებელმა რიგით მეორე მიქსტეიპი Meet The Woo 2 გამოაქვეყნა, რომელმაც თაყვანისმცემელთა დიდი მოწონება დაიმსახურა. ჩანაწერის სინგლმა Dior პლატინის სტატუსის მოიპოვა.

2020 წლის 3 ივლისს გაყიდვაში გარდაცვლილი რეპერის სადებიუტო ალბომი Shoot For The Stars, Aim For The Moon ჩაეშვა, რომლის აღმასრულებელი პროდიუსერიც მისი მენტორი, ვეტერანი ქუინსელი არტისტი 50 Cent გახლავთ. კომერციულ წარმატებასთან ერთად ნამუშევარმა 2021 წლის "ბილბორდის" დაჯილდოებაზე "წლის საუკეთესო რეპ ალბომის" კატეგორიაში გაიმარჯვა. მიმდინარე წლის ივლისში ნიუ იორკელი დრილ შემსრულებლის მეორე ალბომი Faith გამოიცა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული