Thumbnail

ჰიპ ჰოპის ისტორიაში ყველა დროის ერთ-ერთმა გამორჩეულმა პროდიუსერმა, კრისტოფერ ედვარდ მარტინმა, ფსევდონიმით DJ Premier და ცნობილმა ვაშინგტონელმა ემსიმ, ვალეიმ მსმენელს ახალი კოლაბორაციული კომპოზიცია Why Would I Stop შესთავაზეს. ნამუშევარი გავლენიანი მუსიკოსის, მარკ რონსონის სერიალის Watch The Sound საუნდტრეკია. დოკუმენტურ ვიდეომასალაში მუსიკალური ხმის ინჟინერიის სიახლეების შესახებ იქნება მოთხრობილი და მასში ისეთი არტისტების ინტერვიუებს მოისმენთ, როგორებიც არიან: პოლ მაკკარტნი, ქუესთლავი და სხვები.

ნახეთ: Brady Watt, Westside Gunn & DJ Premier - The Narcissist

ნახეთ: Wale x Chris Brown - Angles

მარკ რონსონი: ვნანობ, როგორც ვექცეოდი ემი უაინჰაუსს, როცა მძიმე მდგომარეობაში იყო

დიჯეი პრემიერმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 80-იან წლებში დაიწყო. კარიერის განმავლობაში, მან არაერთი ცნობილი ჰიპ ჰოპ კომპოზიციის ინსტრუმენტალი შექმნა. მათ შორისაა Mathematics, N.Y. State Of Mind, MC's Act Like They Don't Know, Classic (Better Than I've Ever Been), D'Evils და სხვა. თუმცა, მის ბიოგრაფიაში განსაკუთრებული ადგილი ჰიპ ჰოპ დუეტს Gang Starr უჭირავს, რომლის წევრიც პრემიერთან ერთად აწ გარდაცვლილი ნიუ იორკელი რეპერი გურუ იყო. მათ მთავარ წარმატებად 1998 წლის ალბომი Moment Of Truth ითვლება. ნამუშევარი კომერციულად წარმატებული გამოდგა და ოქროს სტატუსიც მალევე მოიპოვა. ჩანაწერის ერთ-ერთი გამორჩეული კომპოზიცია კი You Know My Steez გახლავთ.

Wale-მ (We Ain`t Like Everyone) კი მუსიკალური კარიერა 2005 წელს გამოშვებული მიქსტეიპით Paint A Picture დაიწყო. მისი წარმატება ჰიპ ჰოპ კოლექტივში Maybach Music Group გაწევრიანებას უკავშირდება. 2011 წელს რეპერის კომერციულად მომგებიანი სტუდიური ალბომი Ambition გამოვიდა, რომელიც ოქროს სტატუსის მფლობელი მალევე გახდა. მას შემდეგ ვალეიმ კიდევ 4 სტუდიური ნამუშევარი გამოაქვეყნა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული