Thumbnail

ნახეთ: მასტერი - არაფერზე არ მაფიქრო

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ქართული ჰიპ ჰოპის ცნობილი წარმომადგენელი, გიორგი პავლიაშვილი, ფსევდონიმით მასტერი, მსმენელს ახალი ნამუშევრით დაუბრუნდა. მუსიკოსმა რეგეი ჟღერადობით შთაგონებული კომპოზიცია "არაფერზე არ მაფიქრო" და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. ჩანაწერის პროდიუსერის ვინაობა უცნობია.

მოუსმინეთ: მასტერი x Nick Green - ჩემით

მოუსმინეთ: მასტერი x Kid L - 112

მოუსმინეთ: მასტერი - საწვიმარი

გიორგი პავლიაშვილმა მუსიკალური კარიერა 2000-იან წლებში დაიწყო. მისი ერთ-ერთი პირველი წარმატებული ჩანაწერი "მომე" გახლავთ, რომელზე მუშაობისას არტისტმა თავის უფროს კოლეგებთან, კაბუსთან და ძვალთან ითანამშრომლა. მუსიკოსი საკუთარ სიმღერებში ხშირად იყენებს ძველი ქართული ტრეკების სემპლებს. მისი ცნობილი კომპოზიციებია: "დამსინა", "შენ წამოდი", "დარჩი რა" და სხვა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული