Thumbnail

Drake: ალბომზე Certified Lover Boy მუშაობა დავასრულე

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

დრეიქის მომავალ ალბომზე Certified Lover Boy მუშაობა დასრულებულია. კანადელმა სუპერვარსკვლავმა ამის შესახებ რადიოსადგურის SiriusXM ეთერში განაცხადა:

მოუსმინეთ: Smiley x Drake - Over the Top

ყველაზე მაღალანაზღაურებადი ჰიპ ჰოპ არტისტები

Billboard Music Awards-ზე დრეიქი დეკადის საუკეთესო მუსიკოსად დაასახელეს

"ალბომი მზად არის და ერთი სული მაქვს, როდის გამოვაქვეყნებ. იმედი მაქვს, მსოფლიოში თავს ყველა კარგად გრძნობს. ერთმანეთის სულიერ მხარეს გაუფრთხილდით და ბავშვებზე იზრუნეთ. ალბომი გზაშია", - განაცხადა მუსიკოსმა.

ტორონტოელმა შემსრულებელმა ზემოხსენებული ალბომი ჯერ კიდევ 2020 წელს დააანონსა. თავდაპირველი ინფორმაციით, ის მიმდინარე წლის იანვარში უნდა გავრცელებულიყო, თუმცა, დრეიქმა ნამუშევრის გამოშვება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო გადადო.

დრეიქმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2001 წელს დაიწყო. მისი კარიერული აღმასვლა ლეიბლს Young Money უკავშირდება. 2010 წელს მუსიკოსმა სადებიუტო, კომერციულად წარმატებული ალბომი Thank Me Later გამოუშვა. 2016 წელს კი ჩანაწერი Views გაავრცელა. დღემდე ამ ნამუშევრის 6 მილიონზე მეტი ასლია გაყიდული. 2018 წელს გამოშვებული სტუდიური ალბომი Scorpion კი ხუთი კვირის განმავლობაში ბილბორდის ჩარტის ლიდერობას არ თმობდა. ორწლიანი პაუზის შემდეგ, არტისტი მსმენელს 2020 წელს მიქსტეიპით Dark Lane Demo Tapes დაუბრუნდა, 2021 წელს კი EP სახელწოდებით Scary Hours 2 გამოაქვეყნა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული