Thumbnail

მოუსმინეთ: Nikakoi-ს აქამდე გამოუქვეყნებელი ჩანაწერი Mindanc გავრცელდა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ქართულმა ლეიბლმა CES Records ცნობილი ელექტრონული მუსიკოსის, ნიკა მაჩაიძის, იგივე Nikakoi-ს აქამდე გამოუქვეყნებელი ჩანაწერი Mindanc გაავრცელა. მასში სულ ორი კომპოზიცია შევიდა, ამავე სახელწოდების ტრეკი და მისი რემიქსი, რომელიც არტისტ ნატალია ბერიძეს ეკუთვნის. ნიკაკოიმ კომპოზიციაზე 2005 წელს იმუშავა, ტუსიამ კი მიმდინარე წელს.

მოუსმინეთ: Nikakoi-ს აქამდე გამოუქვეყნებელი ნამუშევარი Shusha

მოუსმინეთ: Nikakoi-ს აქამდე გამოუქვეყნებელი ჩანაწერი Kingdom გავრცელდა

მოუსმინეთ: Nikakoi-ს აქამდე გამოუქვეყნებელი ჩანაწერი Ich Comme

25 ივნისიდან CES Records-მა ნიკაკოის მუსიკალური ანთოლოგიის გამოშვება დაიწყო. ლეიბლი ყოველ პარასკევს არტისტის მიერ 1996-2020 წლებში შექმნილ აქამდე გამოუქვეყნებელ ნამუშევრებს, მათ შორის სინგლებს, EP-ებს, კომპილაციურ ალბომებს, სპექტაკლებისა და მოდის ჩვენებებისთვის შექმნილ ჩანაწერებს გაავრცელებს.

ნიკა მაჩაიძე კომპოზიტორი, ელექტრონული მუსიკის პროდიუსერი და რეჟისორი გახლავთ. მას ამ დრომდე 5 სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული. ბოლო EP სახელწოდებით Raise Your Head And Smell The Air არტისტმა 2016 წელს გამოუშვა. ნიკა წლების განმავლობაში ფსევდონიმით Erast მოღვაწეობდა. აღსანიშნავია, რომ მუსიკოსს არაერთი ქართული ფილმისთვის აქვს საუნდტრეკი დაწერილი. ის არტ გაერთიანება Goslab-ის წევრია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული