Thumbnail

ბრიტანული ელექტრონული დუეტი Mount Kimbie ახალ კომპოზიციას Black Stone და მასზე გადაღებულ ვიდეოკლიპს ავრცელებს. პარალელურად მუსიკოსები კიდევ ერთ ტრეკს Blue Liquid აქვეყნებენ, რომელიც მხოლოდ ბენდის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.

Mount Kimbie ქალაქ ლონდონში 2008 წელს შეიქმნა. ორი წლის შემდეგ მუსიკოსებმა სადებიუტო ალბომი Crooks & Lovers გაავრცელეს. დუეტს ამ დრომდე სამი სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული