Thumbnail

ნახეთ: Skepta ახალ EP-ის All In და კლიპს Nirvana ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

პოპულარული ბრიტანელი მუსიკოსი, სქეფთა ახალ სტუდიურ ჩანაწერს All In (EP) ავრცელებს. ჩანაწერი, რომელშიც ჯეი ბალვინი, Teezee და Kid Cudi მონაწილეობენ, 5 კომპოზიციას აერთიანებს. პარალულურად არტისტმა, ერთ-ერთ სინგლზე Nirvana გადაღებული ვიდეორგოლი გაავრცელა. ორენოვან ტრეკს სქეფთასთან ერთად კოლუმბიელი მომღერალი, ჯეი ბალვინი ასრულებს.

ჯოზეფ ჯუნიორ ადენუგამ, სასცენო სახელით Skepta, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2003 წელს დაიწყო. მუსიკოსის კომერციულად ყველაზე წარმატებული ალბომი Konnichiwa გაყიდვაში 2017 წელს ჩაეშვა. ჩანაწერი ოქროს სტატუსის მფლობელია. 2019 წლის 31 მაისს სქეფთამ ბოლო სტუდიური ნამუშევარი Ignorance Is Bliss გამოუშვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული