Thumbnail

დიჯეი Phase Fatale: ბათუმში ჰომოფობიურ ნიადაგზე თავს დამესხნენ

ცნობილი გერმანული კლუბის, "ბერგჰაინისა" და KHIDI-ს რეზიდენტ დიჯეის, Phase Fatale-ს, ბათუმში, სავარაუდოდ, ჰომოფობიურ ნიადაგზე თავს დაესხნენ. ამის შესახებ ინფორმაცია მუსიკოსმა ინსტაგრამის სთორის საშუალებით თავად გაავრცელა. ტექნო არტისტს დღეს კლუბ Sphere-ში ივენთების სერია Atom-ის ღონისძიებაზე უნდა დაეკრა.

"კლუბის დაცვის წევრებთან დაახლოებული პირები ჰომოფობიურ ნიადაგზე თავს დამესხნენ. დღეს აქ უნდა დამეკრა. ამათი დედაც", - წერს მუსიკოსი და მიღებული დაზიანების ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს.

ნიუ იორკელი ჰეიდენ პეინი, ტექნო პროექტით Phase Fatale, ბერლინში მოღვაწეობს. "ბერგჰაინისა" და კლუბ "ხიდის" რეზიდენტმა დიჯეიმ სადებიუტო ალბომი Redeemer 2017 წელს გაავრცელა. ერთ წელიწადში მან საკუთარი ლეიბლი BITE დააარსა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული