Thumbnail

ნახეთ: Pop Smoke-ისა და დუა ლიპას კლიპი Demeanor

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

2020 წელს გარდაცვლილი ნიუ იორკელი ჰიპ ჰოპ არტისტის, ბაშარ ჯექსონის, ფსევდონიმით Pop Smoke, იუთუბის არხზე კომპოზიციაზე Demeanor გადაღებული ვიდეორგოლი გავრცელდა. ჩანაწერში ბრიტანელი პოპვარკვლავი, დუა ლიპა მონაწილეობს. სინგლი ფოფ სმოუქის რიგით მეორე ალბომში Faith შედის, რომელიც 16 ივლისს გამოქვეყნდა.

ნახეთ: ფოფ სმოუქის კლიპი Coupe გავრცელდა

ფოფ სმოუქმა მუსიკალური კარიერა 2018 წელს დაიწყო. 2019 წელს ახალგაზრდა მუსიკოსმა პირველი მიქსტეიპი Meet The Woo გაავრცელა. ამის შემდეგ ის მისი პოპულარული კოლეგის, ტრევის სკოტის ლეიბლს შეუერთდა და მსმენელთა წინაშე კოლექტივის სადებიუტო ნამუშევარში JACKBOYS გამოჩნდა. არტისტი სახასიათო ტემბრით, მისი შემოქმედება კი ენერგიული, დრილ მუსიკისთვის დამახასიათებელი ჟღერადობით გამოირჩეოდა. მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე, შესრულებელმა რიგით მეორე მიქსტეიპი Meet The Woo 2 გამოაქვეყნა, რომელმაც თაყვანისმცემელთა დიდი მოწონება დაიმსახურა. ჩანაწერის სინგლმა Dior პლატინის სტატუსის მოიპოვა. 2020 წლის 3 ივლისს გაყიდვაში ბრუკლინელი რეპერის სადებიუტო ალბომი Shoot For The Stars, Aim For The Moon ჩაეშვა, რომლის აღმასრულებელი პროდიუსერიც მისი მენტორი, ვეტერანი ქუინსელი არტისტი 50 Cent გახლავთ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული