Thumbnail

ნახეთ: ლილ უეინის სახლი, რომელიც ლოს ანჯელესში 15,4 მილიონად შეიძინა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილმა ლუიზიანელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ლილ უეინმა ლოს ანჯელესში 15,4 მილიონ დოლარიანი სახლი შეიძინა. 1124,12 კვადრატული მეტრი ფართობის მქონე საცხოვრებელს 7 საძინებელი, 8 სააბაზანო, ღია აუზი, ბარი, პანორამული ხედი, კინოთეატრი, სავარჯიშო დარბაზი და გესთჰაუსი აქვს. უეინის მეზობლად ცხოვრობენ ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორებიც არიან: კაილი ჯენერი, დრეიქი, ჯესიკა სიმფსონი და სხვები. ნაგებობა 2019 წელსაა აშენებული.

ნახეთ: ლილ უეინმა 5 რჩეული რეპერი დაასახელა

ლილ უეინმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1995 წელს დაიწყო. მისი სადებიუტო ალბომი Tha Block Is Hot 1999 წლის მიწურულს გამოვიდა. არტისტის ყველაზე წარმატებულ ჩანაწერად Tha Carter III ითვლება, რომლის მთავარი კომპოზიცია Lollipop 2008 წლის ყველაზე გაყიდვადი სინგლი გახდა. მუსიკოსის 2018 წლის ნამუშევარი Tha Carter V ჯერ კიდევ 2012 წელს დაანონსდა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის, მათ შორის Cash Money Records-თან და მის დამფუძნებელ ბერდმენთან კონფლიქტის გამო, ალბომმა დღის სინათლე მხოლოდ 2018 წელს, უეინის ლეიბლზე Young Money Records იხილა. ორი წლის შემდეგ ლუიზიანელმა გაყიდვაში დღეისთვის ბოლო ალბომი Funeral ჩაუშვა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული