Thumbnail

ნახეთ: ნასმა ახალი ალბომი King’s Disease II დააანონსა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ჰიპ ჰოპის ყველა დროის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ემსიმ, ნასირ ჯოუნსმა, ფსევდონიმით Nas, ახალი ალბომი დააანონსა. ლეგენდარული მუსიკოსის მომავალი სტუდიური ნამუშევარი King’s Disease II გაყიდვაში 6 აგვისტოს ჩაეშვება და მისი აღმასრულებელი პროდიუსერი არაერთი გრემის მფლობელი კალიფორნიელი მუსიკოსი, ჰით-ბოი იქნება. ეს ინფორმაცია და ჩანაწერის გარეკანი ქუინსელმა რეპერმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა.

ემინემი განმარტავს, თუ რატომ გადაიხადა $600 ნასის ალბომის Illmatic კასეტაში

ნახეთ: ნასი და ჰით-ბოი კლიპში EPMD

ნახეთ: ნასი ვიდეორგოლს 27 Summers აქვეყნებს

ზემოხსენებული ალბომის პირველი ნაწილი ნასმა და ჰით-ბოიმ 2020 წლის აგვისტოში გამოუშვეს. ჩანაწერმა ვეტერან რეპერს 30-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ გრემის პირველი ჯილდო მოუტანა. ნამუშევარმა "წლის საუკეთესო რეპ ალბომის" ნომინაციაში გაიმარჯვა.

30-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ ლეგენდარულმა ნასმა პირველი გრემი მიიღო

ნასირ ჯოუნსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1991 წელს დაიწყო. მისი სადებიუტო, ჟანრის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ნიმუში, სტუდიური ნამუშევარი Illmatic 1994 წელს გავრცელდა. დღეისთვის ნიუ იორკელი არტისტის შემოქმედება 13 სოლო ალბომს, დემიენ მარლისა და გაერთიანება The Firm-თან ჩაწერილ კოლაბორაციულ პროექტებსა და სხვა წარმატებულ ნამუშევრებს აერთიანებს. 2020 წელს კალიფორნიელ პროდიუსერთან, ჰით-ბოისთან ერთად გამოქვეყნებულმა ალბომმა King's Disease, რომელმაც "წლის საუკეთესო რეპ ალბომის" ნომინაციაში გაიმარჯვა, ესქოუს (რეპერის მეტსახელი) გრემის პირველი ჯილდო მოუტანა. ნასი არაერთმა ცნობილმა მუსიკალურმა გამოცემამ ყველა დროის 10 საუკეთესო რეპერს შორისაც დაასახელა.

მუსიკოსის სახელს ჰიპ ჰოპის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული დაპირისპირებაც უკავშირდება. მსმენელთა აზრით, ნასისა და ჯეი ზის ბიფში დის-ჩანაწერით Ether სწორედ "ესკობარმა" გაიმარჯვა. თუმცა, მას შემდეგ რეპერებმა არაერთხელ ითანამშრომლეს და დღემდე კარგ ურთიერთობას ინარჩუნებენ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული