Thumbnail

მოუსმინეთ: ლოჯიქმა ახალი მიქსტეიპი Bobby Tarantino III გამოაქვეყნა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

გრემის ნომინანტმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ლოჯიქმა მსმენელს მისი ცნობილი მიქსტეიპების სერიის Bobby Tarantino მესამე ნაწილი შესთავაზა. ახალგაზრდა მერილენდელის სტუდიური ნამუშევარი 12 კომპოზიციას მოიცავს.

ნახეთ: Logic კლიპს Vaccine ავრცელებს

ლოჯიქმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2009 წელს დაიწყო. ის პოპულარული მიქსტეიპების სერიით Young Sinatra გახდა. 2014 წელს ლოჯიქის სადებიუტო ალბომი Under Pressure გამოვიდა, რომლის ხუთასი ათასზე მეტი ასლია გაყიდული. მისი 2017 წლის ჩანაწერი Everybody კი გრემის დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის კატეგორიაში იყო ნომინირებული. 2020 წლის ივლისში, სტუდიური ნამუშევრის No Pressure გავრცელებამდე რამდენიმე დღით ადრე, რეპერმა მუსიკალური კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა, თუმცა, მიმდინარე წელს სცენას დაუბრუნდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული