Thumbnail

ბრიტანული სინთპოპ დუეტის AlunaGeorge წევრი, ალუნა ფრენსისი და პროდიუსერთა დუეტი Punctual ახალ კომპოზიციას Summer Of Love ავრცელებენ. აღსანიშნავია, რომ ალუნამ 2020 წელს სადებიუტო სოლო ალბომი Renaissance გამოაქვეყნა.

ალუნა ფრენსისმა შემოქმედებითი კარიერა 2012 წელს სინთპოპ ჯგუფში AlunaGeorge დაიწყო. მომდევნო წელს არტისტებმა სადებიუტო ალბომი Body Music გაავრცელეს. 2016 წელს კი დუეტმა კიდევ ერთი ჩანაწერი I Remember გამოსცა. 2020 წლის 28 აგვისტოს ალუნამ პირველი სოლო ნამუშევარი Renaissance გამოაქვეყნა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული